რეზონანსი
03.01.2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“ ახალი რეგულაციების ამოქმედება განმარტა, რომელიც ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების და რეალიზაციის შესახებ ახალ წესს გულისხმობს.

„ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ არასაკმარისად შემაკავებელი იყო სანქციების ის ოდენობა რომლითაც ისჯებოდა მათ შორის ამტვერებადი მასალის გადაუხურავი წესით ტრანსპორტირება, ასევე მშრალი წესით სამშენებლო მასალის დამუშავება, შესაბამისად ჯარიმების დიდი ოდენობით ზრდა განპირობებულია იმ მიზეზით,რომ უფრო შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს კანონმდებლობას მათ შორის ისეთი ქმედებისთვის, რასაც ბენზომზიდი მანქანის მიერ სველი ბეტონის გზის საფარზე დაღვრა ჰქვია, რაც დიდი პრობლემაა როგორც დიდი ქალაქებისთვის, ასევე ავტომაგისტრალებისთის“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×