რეზონანსი
04.01.2026

თუ დიქტატორებთან ასე მოპყრობა შეიძლება მაშინ შეერთებულმა შტატებმა იცის, რა უნდა გააკეთოს ამის შემდეგ - ამ განცხადებით გამოეხმაურა ნიკოლას მადუროს დაკავებას ვოლოდიმირ ზელენსკი. მართალია, მას რუსეთი ან ვლადიმერ პუტინი პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა, მისი განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პუტინს გულისხმობდა.

„რა შემიძლია რომ ვთქვა? თუ დიქტატორებთან ასე მოპყრობა შეიძლება, მაშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის, რა უნდა გააკეთოს შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში დიქტატორთან გამკლავების მკაფიო მიმართულება აჩვენა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×