რეზონანსი
04.01.2026

The Guardian-ის საერთაშორისო ამბების კორესპონდენტი ჯულიან ბორგერი ვენესუელაში განვითარებული მოვლენების შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს. "აშშ-ის საგარეო პოლიტიკის "პუტინიზაცია" ვენესუელაშიც დადგა" - ასე ჰქვია მასალას, რომელშიც ტრამპის საგარეო პოლიტიკაა გაანალიზებული.

"ტრამპი აღარ არღვევს წესებს, არამედ ანგრევს მათ - ამას კი შედეგები კარაკასის საზღვრებს მიღმა ექნება. ვენესუელაზე ღამით განხორციელებულმა დარტყმებმა, მისი ლიდერის, ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის გატაცებამ და დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ აშშ-მა უნდა "მართოს" ქვეყანა და გაყიდოს მისი ნავთობი, კიდევ ერთი დარტყმაა საერთაშორისო სამართლისა და გლობალური ნორმების მისამართით. ტრამპის რწმენა საკუთარი გლობალური ყოვლისშემძლეობისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების მიტაცების სურვილის შესახებ აქამდე უცხოურ ომებში ჩარევის შიშით იყო შეკავებული, თუმცა, როგორც ჩანს, მისი შიში საგარეო ომების მიმართ მცირდება", - წერს ბორგერი.

შტატების მიერ დაკავებული ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად, ამერიკული ვერდიქტის მოლოდინშია. ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტი, იარაღის შენახვა და ფლობის შეთქმულება - ბრალის კვალიფიკაცია ცნობილია. მადუროები ბრუკლინის მეტროპოლიტენის წინასწარი დაკავების ცენტრში არიან მოთავსებული, ვენესუელის მმართველობაზე კი პასუხისმგებლობას შეერთებული შტატები იღებს. მიუხედავად ამისა, კარაკასი ვაშინგტონისგან პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნებას ითხოვს, ტრამპის პასუხი კი, მხოლოდ უარია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელას მართვაზე პასუხისმგებლობას აშშ აიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×