რეზონანსი
04.01.2026

რომის პაპი ლეო XIV ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვენესუელა დამოუკიდებელ ქვეყნად უნდა დარჩეს.

„არ უნდა გადავდოთ ძალადობის დაძლევა და სამართლიანობისა და მშვიდობის გზების არჩევა, ამავდროულად, ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტირებით", - განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ლოცვის დროს.

მისი თქმით, ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავა. დაკავებულები ამჟამად ნიუ-იორკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×