რეზონანსი
04.01.2026

ქობულეთში, სოფელ გვარაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი და 51 წლის ქალი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა ავტობანის ასასვლელთან.

„აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა" და „ჰიუნდაის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შეჯახების შედეგად დაშავებული პირები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. კლინიკაში მათ უტარდებათ პირველადი გადაუდებელი დახმარება, ასევე მაგნიტო-რეზონანსული კვლევები.

დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ და მათი მდგომარეობის შეფასება ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

ჩვენი ინფორმაციით, „მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელმაც შეჯახება მოახდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გადაკეტილია, ხოლო პოლიციელები მომხდარზე გამოძიებას აწარმოებენ.

წყარო: „აჭარა თაიმსი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×