რეზონანსი
05.01.2026

რო­გო­რი ამინ­დი გვე­ლო­დე­ბა შო­ბის ღა­მე­სა და უშუ­ა­ლოდ, დღე­სას­წა­უ­ლის დღეს, ამის შე­სა­ხებ "ამბებს" სი­ნოპ­ტი­კო­სი თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა. მისი პროგ­ნო­ზით, 6 და 7 იან­ვარს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხელ­საყ­რე­ლი ამინ­დე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. სა­სი­ხა­რუ­ლოა ის ფაქ­ტი, რომ ნა­ლე­ქი არ იქ­ნე­ბა.

"მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­ბის ღა­მეს იქ­ნე­ბა უნა­ლე­ქო ამინ­დი. გვე­ლო­დე­ბა მზი­ა­ნი დღე­ე­ბი, ქა­რიც არ იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ სუს­ტი სიო იქ­რო­ლებს... ნა­ლექს არ ვე­ლო­დე­ბით“ - აღ­ნიშ­ნა თა­მარ პა­პაშ­ვილ­მა.

მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტებს:

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო: ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +18 გრა­დუ­სამ­დე აი­წევს.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო: ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში თერ­მო­მეტ­რის ხაზი +14 გრა­დუს­საც კი მი­აღ­წევს.

თბი­ლი­სი: დე­და­ქა­ლაქ­ში დღი­სით ჰა­ე­რი +10-დან +12 გრა­დუ­სამ­დე გათ­ბე­ბა.

ამინ­დის მხრივ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი სიმ­შვი­დეა. მო­სა­ლოდ­ნე­ლი სით­ბო და მზე სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მო­სახ­ლე­ო­ბას, სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბი ღია ცის ქვეშ, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რონ. წლე­ვან­დე­ლი შობა სა­ქარ­თვე­ლო­ში უნა­ლე­ქო, მზი­ა­ნი და სე­ზონ­თან შე­და­რე­ბით თბი­ლი ამინ­დით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×