რეზონანსი
05.01.2026

როგორი იქნება ევროკავშირის პოლიტიკა 2026 წელს საქართველოს მიმართ - მმართველ გუნდში სვამენ კითხვას, გაგრძელდება თუ არა ისევ ზეწოლის პოლიტიკა, უსამართლო გადაწყვეტილებები, განცხადებები თუ რეზოლუციების მიღება.

დეპუტატები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში არაერთმა მოვლენამ თუ ფაქტმა დაადასტურა ბრიუსელის არასწორი მიდგომები, რაც მსოფლიო საზოგადოების ნაწილმა უკვე აღიარა. ისინი იმედოვნებენ, რომ 2026 წელი სამართლიანობის თვალსაზრისით გარდამტეხი იქნება.

"ბრიუსელის პოლიტიკა არ არის დამყარებული მყარ საფუძვლებზე, რომელიც ეხება ქვეყანაში არსებული ვითარებას, განვითარების რეალურ ანალიზს. ეს ყველაფერი მომდინარეობს ინტერესიდან, რომ რუსეთის აგრესია იქნეს მიმართული სამხრეთ-კავკასიისკენ და კერძოდ, საქართველოსკენ, რომელიც შეიძლება გამოდგეს ტრიგერი უშველებელი არეულობისთვის, დაძაბულობისათვის, რომელიც სამხრეთ-კავკასიას ემუქრება თუ კი ბრიუსელის პოლიტიკა განვითარდა.

ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ, ყოველ დღე ვადევნებთ თვალს არ გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ უახლოეს მომავალში ურთიერთობის დარეგულირებაზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გზიდან უნდა გადავუხვიოთ. ნებისმიერი მიმართულებით ჩვენ წინ ვართ, ჩვენ ეს ვიცით და ამ გზას არ გადავუხვევთ," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×