რეზონანსი
05.01.2026

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ვენესუელაში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოსთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ სახელმწიფომ, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აქვს აღიარებული, ეს გადაწყვეტილება გააუქმოს.

გორდულაძის განმარტებით, ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საზღვრების ურღვეობის პრინცპს და საქართველოს სუვერენიტეტს.

"ჩვენთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისათვის, უმნიშვნელოვანესია, რომ რამდენიმე ქვეყნის მიერ აღიარებული ე.წ. სახელმწიფოები, რომელიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია, სადაც კონტროლს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაიწვიოს აღიარების შესაბამისი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ, პატივი იქნეს ნაცემი საზღვრების ურღვეობის უმთავრეს პრინციპთან და ჩვენი ქვეყანა, რომელიც აღიარებლია გაეროს მიერ, ყველა ქვეყანამ პატივი სცეს გაეროს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს." - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×