რეზონანსი
05.01.2026

ვენესუელაში აშშ-ის დანაშაულებს გამართლება არ აქვს, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„კარაკასში აშშ-ის მიერ ცინიკურად ჩადენილი დანაშაულების გამართლება არ არსებობს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აშშ-ს მიერ ვენესუელის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო აგრესიის აქტს, რომელიც ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევას წარმოადგენს", - განაცხადა ნებენზიამ.

რუსეთის ელჩმა აშშ-ს ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ვენესუელის ლიდერზე განხორციელებული თავდასხმა უკანონობისა და ძალის გამოყენებით აშშ-ის ბატონობის ეპოქაში დაბრუნების მაუწყებელია", - აღნიშნა ელჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×