რეზონანსი
06.01.2026

თავდცვის ექს-მინიტრის, ბაჩო ახალასიას მეუღლემ სახალხო დამცველს ოფიციალურად მიმართა - საგანგებო წერილში ანი ნადარეიშვილი დეტალურად წერს, რომ მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღვა არასრულწლოვანი შვილის უფლებები, ასევე საუბრობს სუს-ის შენობაში ახალაიაზე განხორციელებულ ტერორზე, როდესაც ექს-მინიტრის თქმით, მისგან აღიარებას და მისი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, წინააღდმეგ შემთხვევაში კი მეუღლის დაკავებით ემუქრებოდნენ.

ნადარეიშვილი ამ ყველაფრის შეწავლას და სახალხო დამცველის აპარატისგან რეაგირებას ითხოვს - განცხადება იოსელიანის აპარატში უკვე შესულია.

ახალაიას მეუღლე სასამართლო პროცესების გასაჯაროვებას  და მისი სამართლებრივი სტატუსის ოფიციალურად განსაზღვრასაც ითხოვს. წერილში ანი ნადარეიშვილი ომბუდსმენს წერს, რომ მას როგორც ადვოკატს საქმინობას უზღუდავენ.

„მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა დახურა სასამართლო, საზოგადოებას შევპირდი, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ საჯაროდ და ჩემი ყველა მოქმედება იქნება გამჭირვალე, ამიტომ ვდებ ჩემს განცხადებას, რომლითაც დღეს მივმართე ომბუდსმენს და აქვე მინდა ჩამოვწერო მიზეზები რატომ ვაკეთებ ამას:

1. რეჟიმი და მისი მსახურნი მომავალში პასუხს აგებენ საკუთარ ქმედებებზე, თითოეული წერილი არის დოკუმენტი, მტკიცებულება, კვალი.

2. მე ვაიძულებ მათ, დატოვონ სამართლებრივი და ისტორიული ჩანაწერი და ჩემი წერილები არ არის თხოვნა — ეს არის ფიქსირება: ვინ როდის რა დაარღვია.

რეჟიმები მიდიან, დოკუმენტები რჩება!

3. მე ვმოქმედებ კანონის ფარგლებში, მათ კი ვამხელ კანონის დარღვევაში როცა არ მპასუხობენ, როცა არ მაძლევენ უფლებას, როცა მაჩუმებენ  და ეს მათი დანაშაულია და არა ჩემი სისუსტე.

 4. ეს წერილები საერთაშორისო პროცესების საფუძველია, არ არსებობს საერთაშორისო ინსტანცია, რომელიც რეაგირებს სიტყვებზე. რეაგირებენ მტკიცებულებებზე. ჩემი ყველა მიმართვა არის მომავალი სარჩელის ნაწილი.

5. მე არ ველოდები მათ სამართლიანობას , მე ვაშიშვლებ მათ უსამართლობას და

ვწერ არა იმიტომ, რომ მჯერა მათი,

ვწერ იმიტომ, რომ საზოგადოებამ და მსოფლიომ დაინახოს,  თუ როგორ მოქმედებს რეჟიმი, როცა მას პასუხის გაცემას სთხოვენ. ეს არის წინააღმდეგობის სამართლებრივი ფორმა და ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ისინი ვეღარ გაექცევიან. არ ვთანამშრომლობ რუსებთან!!!“, - წერს ნადარეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×