რეზონანსი
06.01.2026

გრენლანდიას ვენესუელას ვერ შეადარებ, ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, - ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გრენლანდია შეერთებულ შტატებთან კავშირების განმტკიცებას ცდილობს და მის მოქალაქეებს არ უნდა ეშინოდეთ ამერიკის მიერ მისი გარდაუვალი დაპყრობის.

„ჩვენ არ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ხელში ჩაგდება შეიძლება, ერთ ღამეში მოხდეს“, - განაცხადა ნილსენმა.

მანამდე, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ანექსიის შესახებ ფანტაზიები აღარ უნდა იყოს. „როიტერის“ თანახმად, ევროპულმა ძალებმა გრენლანდიის მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რომლის დროსაც ვენესუელის ლიდერი დააკავეს, რამაც ხელახლა გააღვივა შეშფოთება, რომ კუნძული, დანიის ავტონომიური ტერიტორია, შესაძლოა, მსგავსი სცენარის წინაშე აღმოჩნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×