რეზონანსი
06.01.2026

გარდაბანში 1 ადამიანი მოკლეს, 2 კი - დაჭრეს. ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემამ Aktual.ge-მ გაავრცელა და დაწერა, რომ შემთხვევა გარდაბანს მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლაში 5 იანვარს მოხდა. ცნობილია, რომ კონფლიქტი თანასოფლელებს შორის მოხდა. დაპირისპირება საღამოს საათებში, ქორწილში დაიწყო, მოგვიანებით კი კაფეში გაგრძელდა. 

"არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცებს, ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით, აიდინ მამედოვის შვილები ავტომობილით ფაილ ალიევის სახლთან მივიდნენ და მასზე თავდასხმა განახორციელეს. სახლში მომხდარი დაპირისპირების დროს ფაილ ალიევის ვაჟმა სამი ადამიანი დანით დაჭრა. შემთხვევა ამის შემდეგ  გარეთ გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებმა ავტომობილით 50 წელს გადაცილებულ ფაილ ალიევს გადაუარეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სხვა დაშავებულები რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს" - დაწერა გამოცემამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×