რეზონანსი
08.01.2026

ჩვენ გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში პირდაპირ „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, როდესაც საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტებს აგზავნიდა, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად პოლიტიკურ დასკვნებს იღებდა.

„ჩვენ გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში პირდაპირ „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ჩვენ ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს. ახლა მგონი გასაკვირი არ არის რასაც უკვე ამბობს ამერიკის ადმინისტრაცია 66 საერთაშორისო ორგანიზაციაზე, მათ შორის ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც არის უსარგებლო და მისი დასკვნები სხვა ქვეყნების მიმართ უსამართლოდ არის გამოყენებული. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სიტყვები. ეს არის ამერიკის პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის სიტყვები. ცხოვრებას აქვს ბუმერანგის პრინციპი, რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ევრობიუროკრატიამ დათესა უსამართლობა, სხვა სახელმწიფოებში უსაფუძვლო ჩარევა და ახლა თვითონ იმკის ამას. რატომღაც უკვირს ის, რომ ამერიკიდან ახლა იღებს ზუსტად იმას, რასაც უსამართლოდ თვითონ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებდა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×