
სერჟ სარგსიანსაც არ ჰქონდა წასვლის განზრახვა, მაგრამ იძულებული გახდა, წასულიყო. იგივე ეხება კტრიჩ ნერსისიანსაც (კათოლიკოსი გარეგინ II), ის იძულებული იქნება, წავიდეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, კრტიჩ ნერსესიანს არ სურს წასვლა, თუმცა მთავრობა იმგვარად იმოქმედებს, რომ მან თავისი განზრახვა შეცვალოს.
ფაშინიანის მტკიცებით, ის ლაპარაკობს, როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, მაგრამ, ასევე, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი.