რეზონანსი
08.01.2026

 

ამერიკის მიერ დაკავებულ ტანკერზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ შესულა. საგარეო უწყებასთან ერთად, ინფორმაცია გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც.

ღია წყაროებით, ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ დააკავა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი, რომლის ეკიპაჟის 6 წევრი და მათ შორის კაპიტანი ქართველია.

ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირება, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება და ქართველების შესახებ ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს.

რუსული მედიის ცნობით, 7 იანვარს, შტატების მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, ქართველების გარდა კი არიან უკრაინის 20 და რუსეთის 2 მოქალაქე.

ტანკერი ამერიკამ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×