რეზონანსი
08.01.2026

კახეთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს.

არსებული ცნობებით, 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მყოფ მეგობარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებებით 48 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოკლული და სავარაუდო ბრალდებული მეგობრები იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 51 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108 - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×