რეზონანსი
09.01.2026

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქის ათასობით სახლში არ არის ელექტროენერგია და მათ არ მიეწოდებათ გათბობა. შესაბამისად, კლიჩკოს თქმით, ვისაც ქალაქიდან გასვლა შეუძლია, ის უნდა დატოვოს. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

კლიჩკოს თქმით, ყველა საქალაქო სამსახური საგანგებო სიტუაციის რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, უკრაინაში ამინდიც გაუარესებულია.

„თუ დროებით შეგიძლიათ დედაქალაქის დატოვება, ეს გააკეთეთ. წადით იქ, სადაც არსებობს გათბობის და დენის ალტერნატიული წყაროები“, - განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერი ამბობს, რომ 8-9 იანვარს ღამით რუსული ძალების მიერ განხორციელებულმა შეტევამ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბოლო ხნის განმავლობაში.

რუსულმა ძალებმა კომბინირებული იერიშის დროს დრონები, ბალისტიკური რაკეტები და „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. 4 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა.

კიევში ამჟამად 6 ათასამდე სახლს დენი და გათბობა არ მიეწოდება. დაახლოებით 417 ათას ოჯახს ელექტროენერგია არა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×