რეზონანსი
09.01.2026

თბილისის მერია 2026 წელს მდინარე მტკვარზე საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო მომსახურების განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში. დოკუმენტის მიხედვით, ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომელიც მერიის განმარტებით, თბილისის განვითარების ფონდის ხელშეწყობით, 2021-წლიდან დაიწყო და 2028 წლამდე პერიოდს მოიცავს, რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ამათგან კი, მიმდინარე წელს შემდეგი ეტაპები იგეგმება:

მდინარე მტკვარზე საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო მომსახურების განვითარება;

მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შემუშავება;

თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება;

ვერის პარკის დეტალური დიზაინი;

დიღმის ჭალების განვითარების სტრატეგიის შემუშავება;

სუპერბლოკების დეტალური დიზაინის პროექტი;

სატრანსპორტო სისტემის მონაცემების განახლება.

პროექტის მოსალოდნელ საბოლოო შედეგებში ვკითხულობთ, რომ „გაფართოვდება სარეაბილიტაციო არეალი და მივიღებთ უფრო მეტ რეაბილიტირებულ, კეთილმოწყობილ, ადაპტირებულ სივრცეს ტურისტებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×