რეზონანსი
09.01.2026

ირანში საპროტესტო აქციებმა კიდევ 16 ქალაქი მოიცვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ბრიტანული მაუწყებელი აქვეყნებს იმ ვერიფიცირებული ლოკაციების განახლებულ რუკას, სადაც 2025 წლის 28 დეკემბრიდან ერთი ან რამდენიმე საპროტესტო აქცია დაფიქსირდა.

სამშაბათის შემდეგ რუკას კიდევ 16 ქალაქი და დასახლება დაემატა. მათგან ყველაზე ბოლო აღმოსავლეთით, პაკისტანის საზღვართან მდებარე ქალაქი ზაჰედანია.

მოცემულ რუკაზე აღნიშნულია მხოლოდ ის ადგილები, სადაც BBC-მ ვიდეომასალის ავთენტურობა დაადასტურა. შესაძლოა, საპროტესტო გამოსვლები სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობდეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი ვერიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×