
რეზა ფეჰლევიმ, ირანის შაჰის დევნილობაში მყოფმა ვაჟმა, მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, იყოს „მზად ჩასარევად, რათა დაეხმაროს ირანელ ხალხს“.
„ბატონო პრეზიდენტო, ეს არის სასწრაფო და დაუყოვნებლივი მოწოდება თქვენი ყურადღების, მხარდაჭერისა და ქმედებისკენ,“ - დაწერა ფეჰლევიმ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. „ხალხი ერთ საათში კვლავ ქუჩებში გამოვა. გთხოვთ დახმარებას“.
ფეჰლევიმ, რომელიც ვაშინგტონის შემოგარენში ცხოვრობს, ირანელებს პროტესტისკენ მოუწოდა.
„მე მოვუწოდე ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ, რათა იბრძოლონ თავიანთი თავისუფლებისთვის და მრავალრიცხოვნებით დათრგუნონ უსაფრთხოების ძალები“, - ამბობს ფეჰლევი თავის პოსტში.