
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდი პირველად ჩავიდა ვენესუელაში მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, ნიკოლას მადურო დააკავეს.
როგორც მედია წერს, ვიზიტის მიზანია კარაკასში ამერიკის საელჩოს ხელახალი გახსნის შესაძლებლობის შეფასება.
„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატები კოლუმბიიდან კარაკასში გაემგზავრნენ, რათა შეაფასონ საელჩოს ეტაპობრივი გახსნის შესაძლებლობა.
აშშ-მა ვენესუელიდან დიპლომატები 2019 წელს გაიყვანა და საელჩო დახურა. მას შემდეგ ვენესუელის საქმეთა განყოფილება კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში განთავსებულ ამერიკის საელჩოში მუშაობს. მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესის წევრებს განუცხადა, რომ უნდა შემოწმდეს, ისევ შესაძლებელია თუ არა საელჩოს შენობაში მუშაობის განახლება. როგორც წყაროებმა „სიენენს“ განუცხადეს, საელჩოს სრულად გახსნა ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუმცა მცირე წარმომადგენლობა შედარებით სწრაფად შეიძლება იყოს.