რეზონანსი
10.01.2026

„როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისე ისრაელმა, ოფიციალურად დაადასტურა საკუთარი ჩართულობა და როლი ამ პროცესებში. ისინი ცდილობენ, მშვიდობიანი დემონსტრაციები და პროტესტი ძალადობად და მასობრივ არეულობად აქციონ“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს. 

მისი თქმით, მთავრობა ცდილობს დიალოგს საზოგადოების სხვადასხვა ფენასა და სექტორთან.  

„არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მთავრობა ცდილობს დიალოგს საზოგადოების სხვადასხვა ფენასა და სექტორთან. როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისე ისრაელმა, ოფიციალურად დაადასტურა საკუთარი ჩართულობა და როლი ამ პროცესებში. ისინი ცდილობენ, მშვიდობიანი დემონსტრაციები და პროტესტი ძალადობად და მასობრივ არეულობად აქციონ. ჩვენი პერსპექტივიდან, სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან წარსულმა აჩვენა, რომ ეს წარუმატებელი გამოცდილებაა“, - აცხადებს აბას არაღჩი.

ცნობისთვის, ღამით ირანის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო პროტესტს ცეცხლით უპასუხა. „თაიმსის“ ინფორმაციით, დედაქალაქის მხოლოდ ექვს საავადმყოფოში უკვე დადასტურებულია დემონსტრანტების მკვლელობის 217 ფაქტი. მოქალაქეების უმეტესობა ძალოვანების მიერ ნასროლ ტყვიას ადგილზე ემსხვერპლა. გამოცემა, კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ხელისუფლებამ საავადმყოფოებიდან ცხედრები გაიტანა. დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×