
მტკიცედ ვგმობთ ირანში ლეგიტიმური დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევას, პასუხისმგებელი პირები ისტორიის არასწორ მხარეს დარჩებიან, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„თეირანის ქუჩებში და მსოფლიოს მასშტაბით ქალაქებში ექოდ გაისმის ირანელი ქალებისა და კაცების ნაბიჯები, რომლებიც თავისუფლებას მოითხოვენ. სიტყვის, შეკრების, მოგზაურობისა და, ყველაზე მეტად, თავისუფლად ცხოვრების თავისუფლებას.
ევროპა სრულად უდგას მათ მხარში. მტკიცედ ვგმობთ ამ ლეგიტიმური დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევას. პასუხისმგებელი პირები ისტორიის არასწორ მხარეს დარჩებიან.
ყველა დაპატიმრებული დემონსტრანტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ინტერნეტის აღდგენისკენ და საბოლოოდ, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისკენ მოვუწოდებთ“, - წერს ფონ დერ ლაიენი.