რეზონანსი
10.01.2026

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში მდებარე საწარმოში 29 წლის კონგოელი სტუდენტის, ჯერემი მეკანდას  თავმოკვეთილი ცხედარი მის სამუშაო ადგილზე იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცი რუსეთიდან აფხაზეთში სამუშაოდ იყო ჩასული, თუმცა ოჯახს მოულოდნელად აცნობეს, რომ ის გარდაიცვალა.

ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზად თავის არეში მიყენებული ჭრილობები და ძლიერი დაჟეჟილობები სახელდება. საოკუპაციო რეჟიმის საგამოძიებო სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ სტუდენტი საწარმოში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

თუმცა, როგორც პოლიციის, ისე სამედიცინო დასკვნები უკიდურესად მწირია, რაც ბევრ კითხვას აჩენს. ადგილობრივ წყაროებში ვრცელდება ვერსია, რომ უცხოელი სტუდენტი შესაძლოა ოჩამჩირეში მდებარე ე.წ. საიდუმლო ქარხანაში უკანონოდ იყო დასაქმებული, რის გამოც კომპანიამ შესაძლოა ძალადობის სავარაუდო ფაქტის მიჩქმალვა სცადოს.

საქმესთან დაკავშირებული დეტალები კვლავ გაურკვეველია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×