
ყოფილი პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილზე წერს::
,,ჩერგოლეიშვილს დაუწერია” ჩემი ქმრის - ბოკერიას გარეშე ვიცოდი, რომ სააკაშვილს გავანულებდიო”. ჰოდა,
რანაირად კაცო?! 0 - ნულს, რომ მიუმატო ნებისმიერი რიცხვი, რიცხვი ხომ უცვლელი რჩება, ხომ ასეა? ნებისმიერ რიცხვს ნული რომ გამოვაკლოთ, რიცხვი ხომ უცვლელია?!
ჰოდა, ამ ჩერგოლეიშვილმა, მხოლოდ რუსებზე “გაზპრომზე” ბიზნესის მიყიდვა და ჯამის აღება იცის?
ნულს რომ ნებისმიერი რიცხვი მიუმატო რიცხვი უცვლელი რჩება, ასწავლოს ვინმემ მათემატიკის ანა-ბანა ამ ხალხის მიერ მართლა განულებულ “ცოლ-ქმარს“!!!
და კიდევ: ეს ცოლ-ქმარი უკვე ორი ნულივით არის ქართულ პოლიტიკაში - 00, აი, ასე. მაგ: ნულს + ნული უდრის ნულს
“0+0=0”
დასავლეთი ვართო გაჰყვირის ეს “ცოლ-ქმარი” და როგორც კი ამერიკიდან ან ევროპიდან მხარდაჭერას დაინახავენ იქვე “ოსტატურად”პუტინის საამებელ განცხადებას გააკეთებენ , მუდამ რუსეთის ( პუტინის )მომხრე “პოლიტგვამები” გაცოცხლებით არიან დაკავებულნი,
ახლა თხოვნის წერილი გამოაგზავნეს თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან “პოლიტპატიმარი სააკაშვილი გაათავისუფლეთო, “ანუ “განულებული პოლიტიკიოსის” - პრეზიდენტის (როგორც ჩერგო უწოდებს) გამო წერს ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები?!
პ.ს.
მაგრა მეცინება, მე (თამარ ჩარკვიანს) სააკაშვილის დროს ოპოზიციაში მყოფს, (მაშინაც ამ “კრებსით ბოკერიებს” და მაგვარ “საბოტაჟნიკებს”- მავნებლებს ვერ ვიტანდი და სწორიც ვიყავი) რომ მიწევს ბოკერია-ჩერგოსგან სააკაშვილის დაცვა. აი, იმ ბოკერიასგან უმაღლესი თანამდებობები რომ ჰქონდა (უშიშროების საბჭოს მდივანი რომ იყო), ანუ ყველა ინფორმაციას რომ ფლობდა ყოფილი ხელისუფლების დროს და ყველა “სიკეთით” რომ სარგებლობდა ეს ცოლ-ქმარი და ამ ჩერგოს ხმა რომ არ გაუგია ვინმეს, ან შენიშვნა, ან უკმაყოფილება სისტემის მიმართ, ანუ ყველაფერი მოსწონდა მაშინ!!!.
ჰოდა, ამ ხელისუფლებას კითხვაც კი არ დაუსვამთ ამ “პატიოსანი ხალხისთვის”, ნეტავ რატომ?“ - დაწერა ჩარკვიანმა.