რეზონანსი
11.01.2026

სკანდინავიელი დიპლომატები, რომლებიც ნატო-სთან არიან დაკავშირებული, აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც, გრენლანდიის გარშემო რუსეთმა და ჩინეთმა ბოლო დროს აქტიურობა გააძლიერეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე ცნობით, ბოლო წლებში გრენლანდიის გარშემო რუსული, ჩინური გემების, ან წყალქვეშა ნავების გააქტიურება არ დაფიქსირებულა.

„უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ჩინელები და რუსები იქ იმყოფებიან. მე ვნახე დაზვერვის მონაცემები. იქ არც გემები და არც წყალქვეშა ნავებია", - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

კიდევ ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, გრენლანდიის გარშემო წყლები რუსული და ჩინური გემებით ან წყალქვეშა ნავებით არის სავსე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.

„ისინი არქტიკაში არიან, დიახ, მაგრამ რუსეთის მხარეს", - აღნიშნა დიპლომატმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის სჭირდება და მას შტატები თუ არ დაიკავებს, კუნძულს ჩინეთი და რუსეთი დაეპატრონებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×