„საუკეთესო ვარიანტია გრენლანდია დანიის შემადგენლობაში დარჩეს და იყოს შეთანხმება, რომ აშშ-მ იქ სამხედრო ბაზები განათავსოს“
ნატალია ჯვარიძე
12.01.2026

თუ გრენლანდიას ჩვენ არ დავიკავებთ, რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს და არ ვაპირებ, ეს მოხდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპის თქმით, თუ გრენლანდია შეერთებული შტატებთან შეთანხმებას არ დადებს, მაშინ არსებობს საშიშროება, რომ მას რუსეთი ან ჩინეთი დაეუფლოს.

„გრენლანდიამ შეთანხმება უნდა დადოს, რადგან გრენლანდიას არ სურს რუსეთმა ან ჩინეთმა ჩაიგდოს ხელში. გრენლანდიის თავდაცვა, ძირითადად, ორძაღლიანი მარხილია, იცით? მაშინ როცა რუსეთსა და ჩინეთს ყველგან გამანადგურებლები და წყალქვეშა ნავები ჰყავთ. არ ვაპირებთ, ეს დავუშვათ", - აღნიშნა ტრამპმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკ ჩიტაძე შეთანხმების რამდენიმე შესაძლო ვარიანტს განიხილავს: „რამდენიმე სახის შეთანხმებაზე შეიძლება იყოს საუბარი. როგორც მოგეხსენებათ, გრენლანდია დანიის შემადგენლობაში ფართო თვითმართველობით სარგებლობს და შეიძლება დანიის ხელისუფლების თანხმობაც არის საჭირო შეთანხმებაზე, ამიტომ მოლაპარაკების პროცესში დანიაც უნდა მონაწილეობდეს. საერთოდ, ძალიან ცუდია, რომ ტრამპი გრენლანდიას ავალდებულებს დადოს რაღაც შეთანხმება.

პირველი ვარიანტი შესაძლოა განიხილებოდეს, რომ გრენლამდიამ აღიაროს, რომ ის არის შეერთებული შტატების შემადგენელი ნაწილი. მეორე - ამერიკამ ეს ტერიტორია ჯარით დაიკავოს. მესამე - აშშ-მ გრენლანდია დანიისგან შეისყიდოს. მეოთხე - ამერიკას ნება მისცეს, რომ სამხედრო ობიექტები განათავსოს გრენლანდიის ტერიტორიაზე.

საუკეთესო ვარიანტია გრენლანდია დანიის შემადგენლობაში დარჩეს და უბრალოდ იყოს შეთანხმება, რომ ამერიკამ იქ სამხედრო ბაზები განათავსოს.

 

  • ტრამპს პირველ რიგში ეს ტერიტორია იშვიათი მინერალების გამო სჭირდება. ასევე, გრენლანდია არქტიკასთან ახლოს მდებარეობს, სადაც მსოფლიოში არსებული ნავთობის მარაგის 15%-ზე მეტია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×