რეზონანსი
12.01.2026

უკრაინის დელეგაციას დავავალე, რომ აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი საბოლოო სახით შეიმუშაონ და უმაღლეს დონეზე განსახილველად წარადგინონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამერიკულ მხარესთან უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის დეტალური ანგარიში მოისმინა.

„ჩვენ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეხვედრების, დოკუმენტების მომზადებისა და შესაძლო გაფორმების განრიგი განვიხილეთ. ჯგუფს დავავალე, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-თან დოკუმენტი საბოლოო სახით შეიმუშაონ და უმაღლეს დონეზე განსახილველად წარადგინონ. ეს ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი უნდა იყოს და ტექსტი ახლა უკვე ამ ხარისხს აღწევს", - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „რუსეთისგან უკუკავშირს ელის იმის შესახებ, მზად არიან თუ არა ომის დასასრულებლად".

„გვესმის, რომ ომის დასრულების ძირითადი პოლიტიკური ჩარჩოს შესახებ ამერიკული მხარე რუსეთთან კონტაქტშია. თუ ომის დასრულების შესახებ რუსეთის მხრიდან მზადყოფნა არ იქნება, მაშინ აგრესორზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×