რეზონანსი
13.01.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირას კომპანია BlackRock-ის გლობალური ფიქსირებული შემოსავლის მიმართულების მთავარ საინვესტიციო ოფიცერ რიკ რიდერთან გასაუბრებას გამართავს, რათა სავარაუდოდ ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) ახალ თავმჯდომარედ დანიშნოს. ინფორმაციას Fox Business-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თქმით, რიდერთან ინტერვიუ ხუთშაბათს თეთრ სახლში გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან ტრამპი, ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი, ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დენ სკავინო.

წყაროების ინფორმაციითვე, ეს იქნება მეოთხე და ბოლო გასაუბრება იმ კანდიდატებთან, რომლებიც ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის შემცვლელად განიხილებიან, რომლის თავმჯდომარეობის ვადაც 15 მაისს იწურება.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპი არჩევანს იანვარში გააკეთებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×