რეზონანსი
13.01.2026

“ნაც­ზონ­დერე­ბი” და არ­შემ­დგა­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი ჩემ­ზე ავ­რცე­ლე­ბენ მო­რიგ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას – რა მო­ნა­კო და საფ­რან­გე­თი?! აგერ, თბი­ლის­ში ვარ,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის დი­ას­პო­რის სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ზარ­ქუა “ფე­ის­ბუქ­ზე” წერს, რი­თაც ეხ­მა­უ­რე­ბა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ის მო­ნა­კო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ზარ­ქუა აღ­ნიშ­ნულს, მის წი­ნა­აღ­მდეგ “შავი პი­ა­რის” მცდე­ლო­ბას უწო­დებს.

„მოკ­ლედ, ნაცზონ­დერე­ბი და არ­შემ­დგა­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი (აკა­ცუ­კე­ბი და ძმა­ნი მის­ნი) ჩემ­ზე ავ­რცე­ლე­ბენ მო­რიგ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას. რა მო­ნა­კო და საფ­რან­გე­თი?! აგერ თბი­ლის­ში ვარ. თბი­ლის­ში! ან თუნ­დაც ევ­რო­პა­ში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მე­სე­ირ­ნა, ამა­ზე ნე­ბარ­თვა აკა­ცუ­კებს უნდა ვთხო­ვო და ნაცტრო­ლებს?! მოკ­ლედ, არ ის­ვე­ნებთ და ცდი­ლობთ, ხან ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით, ხან ფო­ტო­შო­პით რა­ღაც სი­გი­ჟე ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი და­დოთ ჩემ­ზე და ამით შავი პი­ა­რი ამი­გო­როთ! თუმ­ცა ამა­ოდ! ასე გა­აგ­რძე­ლეთ სიც­რუ­ე­ში ცხოვ­რე­ბა. მე კი, დამ­დეგ ძვე­ლით ახალ წელს მო­გი­ლო­ცავთ ყვე­ლას!” - წერს ზარ­ქუა.

ცნო­ბის­თვის, daily monaco-მ გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, სა­დაც მო­ნა­კოს ღა­მის ცხოვ­რე­ბაა ნაჩ­ვე­ნე­ბი. კად­რებ­ში შემ­თხვე­ვით ჩანს ქარ­თვე­ლი დე­პუ­ტა­ტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×