
ბრიტანეთი ირანის ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ივეტ კუპერს და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოწოდების საპასუხოდ, აბას არაღჩიმ გააფრთხილა ბრიტანეთი, თავი შეიკავოს ირანის შიდა საქმეებში ჩარევისგან.
სატელეფონო საუბრის დროს, აბას არაღჩიმ ივეტ კუპერს მოუწოდა, დაიცვას ლონდონში ირანის საელჩოს თანამშრომლები. არაღჩის თქმით, დიდი ბრიტანეთი ამას თუ ვერ შეძლებს, „ირანს სხვა გზა არ დარჩება, გარდა იმისა, რომ განიხილოს პერსონალის ევაკუაცია“.