რეზონანსი
13.01.2026

ევროკავშირში ლიეტუვის ელჩი ნერიუს ალექსიეუნასი აცხადებს, რომ ქვეყანა ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის განახლების წინადადებებს. ელჩის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისში, თანამეგობრობა შეთანხმდა იმ პირობებზე, რომლის მიხედვით, შესაძლებელი იქნებოდა მოსკოვთან კონტაქტების განახლება, თუმცა, ეს პირობები „შორს არის შესრულებისგან“.

ევროკავშირში ლიეტუვის ელჩმა უპასუხა იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებას, რომ დადგა დრო, ევროკავშირმა რუსეთთან მაღალი დონის დიალოგი განაახლოს. იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინის საკითხზე, შესაძლოა, სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნოს.

მელონიმ აღნიშნა, რომ ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც 2025 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ევროპისთვის სასარგებლო იქნებოდა უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერთან დიალოგის განახლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×