რეზონანსი
13.01.2026

 ნატო-ში ყველანი ვთანხმდებით, რომ არქტიკის დაცვას როცა ეხება საქმე, ერთად უნდა ვიმუშაოთ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, ალიანსის წევრი სახელმწიფოები მომდევნო კვირებში არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების შესახებ შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ არქტიკის დაცვის საკითხთან დაკავშირებით ერთად უნდა ვიმუშაოთ და ზუსტად ამას ვაკეთებთ. არასდროს ვაკეთებ კომენტარს, როდესაც ჩვენს შორის დისკუსიები მიმდინარეობს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არქტიკის ოკეანის უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, ალიანსში ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი უთანხმოება არ არსებობს", - აცხადებს მარკ რუტე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×