რეზონანსი
14.01.2026

საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გლობალურად იყოს ჰაბი სწორედ ამ მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, სამიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ისაუბრებს „შუა დერეფნის“ საკითხზე და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დერეფნის მუშაობა, ამ დერეფნის განვითარება და რა როლი აქვს „შუა დერეფანს“, როგორც რეგიონისთვის, ისე გლობალურად და კონკრეტულად საქართველოს, ამ „შუა დერეფანში“.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფორუმებზე, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნების განვითარებას, ისმოდეს საქართველოს პოზიცია და კარგად იყოს გაცნობიერებული ის როლი, რაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია შეასრულოს რეგიონისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, აბუ-დაბიში, მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტზე იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×