რეზონანსი
14.01.2026

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტებით.

„ამ კრიტიკის მიღმა დგას ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ვისაც ბატონი ტრამპი „დიფ სთეითს“ უწოდებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებში სასამართლო სისტემაც მათი დაქვემდებარების ქვეშ ყოფილიყო. რაღაც გამოგონილი თემა - ვეტინგი... ჩვენ არ გავატარეთ ეს რეფორმა, რაც გულისხმობდა უცხოეთიდან მოსამართლეების დანიშვნას საქართველოში. ამან რა შედეგი გამოიღო, ყველაზე ნათელი მაგალითია რუმინეთი; ამის თვალსაჩინო მაგალითია ქალბატონი მარი ლეპენისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. როდესაც საუბრობენ ჩვენს სასამართლოზე, კარგი იქნება გადახედონ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და მიხვდებიან, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტებით“, - აცხადებს მაჭავარიანი.

პარიზის სააპელაციო სასამართლოში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ლე პენი მარტში გაასამართლეს ევროპარლამენტში ყალბ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული თაღლითობისთვის. მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა არჩევით თანამდებობებზე კენჭისყრა, მათ შორის საპრეზიდენტოზე. ეს აკრძალვა ამოქმედებულია მიუხედავად იმისა, რომ ლე პენმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ის ჯერ საბოლოოდ არ შესულა ძალაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მტკიცებით მისი პოლიტიკური უფლებები უსამართლოდ ილახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×