რეზონანსი
14.01.2026

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ, შეფარდებული გირაოს გადასახდელად, მისი კუთვნილი ბინის გამოყენება „გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული“, ამიტომაც ზურაბ ჯაფარიძე მოქალაქეებს მიმართავს, შეგროვდეს გირაოს თანხა.

„როგორც აღმოჩნდა, გირაოდ ჩემი ბინის გამოყენება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან არ ვიცი, რას ჩამითვლიან გირაოს პირობების დარღვევად. ამიტომ მჭირდება გირაოს თანხის შეგროვება“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე და ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×