
ყველა ომი მშვიდობით სრულდება, მშვიდობის დამყარებისთვის კი მოლაპარაკება აუცილებელია, ეს გაკვეთილები და გამოცდილება ისტორიამ მოგვცა, ისტორიის უგულებელყოფის და ნიველირების ყველა მცდელობა კი წარუმატებელი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში შექმნილმა მოცემულობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებებითაა შესაძლებელი და ის ყოველთვის მშვიდობით სრულდება.
„ის ძალადობა და ძალმომრეობა რაც საქართველოზე ბოლო რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, ქვეყანას პრაქტიკულად რუსეთთან დაპირისპირებისკენ უბიძგებენ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს სწორედ რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ. ეს ყველაფერი ერთ რამეზე მეტყველებს, რომ საქართველოს მიმართ იყო არაჯანსაღი ინტერესი, რომელიც გამომდინარეობდა იქიდან, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი პროქსი ქვეყანა, რათა რუსეთის გარშემო ცეცხლის რკალი შექმნილიყო, ხოლო ქართველი ხალხის ბედ-იღბალი არავის აინტერესებდა. არც ის აღელვებდათ, ქართული სახელმწიფოს არსებობა - არ არარსებობის საკითხი დღის წესრიგში რომ დადგებოდა. ამ კუთხით პირდაპირი მოთხოვნები იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესების და რუსი ტურისტების არ შემიშვების, რაც პრაქტიკულად ესკალაციას გულისხმობდა, საბოლოო ჯამში ომში გადაზრდილ სიტუაციასთან მიმართებით. ამ განცხადებებმა და მსოფლიოში შექმნილმა მოცემულობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებებითაა შესაძლებელი და ის ყოველთვის მშვიდობით სრულდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს, სახელდება მარიო დრაგისა და ალექსანდრ სტუბის კანდიდატურები.