რეზონანსი
14.01.2026

ორგანიზაცია „ფერეიდნიდან საქართველომდე“ მძმე ინფორმაციას ავრცელებს:

"ღრმა მწუხარებითა და შეშფოთებით გაცნობებთ, რომ ირანში ინტერნეტის, ტელეფონისა და კავშირგაბმულობის სრული ბლოკადის პირობებში, ბოლო დაპირისპირებების შესახებ მოპოვებული მწირი ინფორმაციით, ქალაქ ისპაჰანში რეპრესიული რეჟიმის მიერ 20-ზე მეტი ფერეიდნელი ქართველია მოკლული.

მოკლულთა შორის არის უკიდურესად შემაძრწუნებელი და ტრაგიკული შემთხვევა: პირდაპირი ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლულია დაახლოებით 70 წლის ქალი, რომელსაც ხელში თავისი მცირეწლოვანი შვილიშვილი (გოგონა) ეჭირა. ეს სისასტიკე არა მხოლოდ უზომო ტკივილს, არამედ უდიდეს აღშფოთებასა და რისხვას იწვევს ამ აშკარა დანაშაულის მიმართ.

ხაზგასასმელია, რომ ეს მონაცემები არ არის ზუსტი და სრული; იგი მოიცავს მხოლოდ ქალაქ ისპაჰანსა და იქ მცხოვრებ ქართველებს. არსებული ვითარებისა და გაწყვეტილი კომუნიკაციების გათვალისწინებით, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის ალბათობა ძალიან მაღალია. ამ დროისთვის არანაირი სარწმუნო ინფორმაცია არ მოგვეპოვება თავად ფერეიდნისა და სხვა ქალაქების, მათ შორის თეირანის მდგომარეობის შესახებ, რაც ჩვენს შეშფოთებას კიდევ უფრო აორმაგებს" - წერს ორგანიზაცია „ფერეიდნიდან საქართველომდე“ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×