რეზონანსი
14.01.2026

მათ, ევროკავშირს საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოში მშვიდობა და დემოკრატია კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ რევოლუცია, რომელიც მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის საშუალებას მისცემს, რომ მეორე ფრინტის ჩავარდნილი სცენარი ახლიდან გააცოცხლონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: „რა გზავნილია, როცა ევროკავშირის საელჩო დროშის დღეს გვილოცავს და მისალოც ვიდეორგოლში აქციის კადრებია გამოყენებული“.

მისი თქმით, ეს არის სწორედ ის გზავნილი, რის გამოც „ქართული ოცნება“ ევროკავშირს და მის ჩინოვნიკებს აკრიტიკებს.

„ეს სწორედ ის გზავნილია, რაშიც ჩვენ ევროკავშირს და მის ჩინოვნიკებს ვაკრიტიკებთ. მათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოში მშვიდობა და დემოკრატია კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ რევოლუცია, რომელიც მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის საშუალებას მისცემს, რომ მეორე ფრინტის ჩავარდნილი სცენარი ახლიდან გააცოცხლონ. ამის რეალური მიზანი და მიზეზი ეს არის, სხვა არაფერი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×