
აშშ-ის ქმედებები საერთაშორისო სისტემის გაყოფისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის განცხადებით, „ყველასთვის ნათელია, რომ ეს ვენესუელაში აშშ-ის ოპერაცია საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.
„ეს და სხვა ქმედებები, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე ვაკვირდებით, მიუთითებს ჩვენი ამერიკელი კოლეგების არა მხოლოდ მცდელობებზე, არამედ ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია იმ სისტემის გაყოფისკენ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მათი პირდაპირი მონაწილეობით შენდებოდა“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, „როდესაც ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორიც აშშ-ია, მოქმედებს მსგავსი არაკეთილსინდისიერი მეთოდებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის კონკურენტული პოზიცია უარესდება“.
„როდესაც აშშ იწყებს ყველა იმ ნორმის უგულებელყოფას, რომელსაც თავად ავრცელებდნენ და გლობალიზაციას უწოდებდნენ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ამერიკელი კოლეგები არასაიმედოდ გამოიყურებიან“, - აღნიშნა ლავროვმა.