რეზონანსი
14.01.2026

მორიგი უხეში ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში და რადიკალიზმის მხარდაჭერა - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დროშის დღის მისალოცად ევროკავშირის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეორგოლი, სადაც აქციის კადრებია გამოყენებული.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს“.

„ეს კიდევ ერთი მორიგი უხეში ჩარევაა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ეს ერთი. მეორე, ეს არის რადიკალიზმის მხარდაჭერა. როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს.

რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს. ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანია, როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი ბანერით ულოცავს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს მოსახლეობას დროშის დღეს“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×