რეზონანსი
14.01.2026

ამერიკის შეერთებული შტატები 21 იანვრიდან 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემის პროცესს შეაჩერებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილია ქვეყმების ჩამონათვალიც. სიაში მოხვდნენ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, ასევე კოსოვო, ბოსნია, მაკედონია, მონტენეგრო. სიაში ასევე არიან კუბა, ნიკარაგუა,  ფიჯი, ჰაიტი, იამაიკა, გრენადა, ქუვეითი, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.

საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება ტურისტულ ვიზებს, თუმცა მათი გაცემის გამკაცრებას შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სხვა გადაწყვეტილების საფუძველზე გამოაცხადოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×