რეზონანსი
14.01.2026

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეს მიაღწიეს და მზად არიან ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიის ჩასახშობად, – ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა, მაჯიდ მუსავიმ განაცხადა.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, 2025 წლის ივნისის 12-დღიანი ომის შემდეგ სხვადასხვა სექტორში საჰაერო კოსმოსური ტექნიკის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ირანელმა სამხედრო მეთაურმა განაცხადა, რომ ომის დროს გამოვლენილი დაუცველობები სრულად იქნა გამოსწორებული და აღმოფხვრილი.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო კოსმოსური ძალები ამჟამად მზადყოფნის პიკზე არიან“, – თქვა მაჯიდ მუსავიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×