რეზონანსი
14.01.2026

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთს კატარში მდებარე აშშ-ის ბაზიდან სამხედრო პერსონალი გაჰყავს.

„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ბაზირებისა და განლაგების დეტალებზე, უსაფრთხოების გამო. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იღებს პრევენციულ ზომებს ჩვენი პერსონალის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

უცნობია, კატარის ბაზიდან ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს სრულად გამოიყვანს თუ არა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში დემონსტრანტებს მიმართა და განაცხადა, რომ „დახმარება გზაშია“. საპასუხოდ, ირანის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ შურს იძიებს რეგიონში ამერიკის სამხედრო ობიექტებზე, თუ შეერთებული შტატები თავდასხმას განახორციელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×