რეზონანსი
14.01.2026

კასპიის ზღვაში ირანული გემი - Rona, ჩაიძირა, რომელსაც სავარაუდოდ, რუსეთისთვის იარაღი გადაჰქონდა. ინფორმაციას თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, 14 იანვრის დილით Rona-ზე საგანგებო სიტუაციის შესახებ SOS სიგნალი მიიღეს, რის შემდეგაც შესაბამისმა სამსახურებმა სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. დროული ზომების შედეგად, ეკიპაჟის 14 წევრი გადარჩა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ირანისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.

ამჟამად თურქმენეთის სამსახურები საზღვაო უსაფრთხოების რეგულაციებით გათვალისწინებულ სტანდარტულ საერთაშორისო პროცედურებს ატარებენ.

ASTRA-ს ცნობით, გემი Rona რეგულარულად მოძრაობდა ირანის პორტებსა და ასტრახანს, მაჰაჩყალასა და აზოვს შორის. ეს მარშრუტი ემთხვევა რუსეთში ირანული იარაღის მიწოდების მთავარ საზღვაო მარშრუტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×