რეზონანსი
15.01.2026

მკვლე­ლო­ბა მოხ­და გუ­შინ თბი­ლის­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 38 წლის მარი თხე­ლი­ძე მე­ზო­ბელ­მა მოკ­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ნა­შა­ვე ახალ­გაზ­რდა წლამ­დე მა­მა­კა­ცია, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

მოკ­ლუ­ლი ქალი და სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე ე.წ. იტა­ლი­უ­რი ეზოს ერთ ეზო­ში ცხოვ­რობ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა თხე­ლი­ძეს ჭრი­ლო­ბა ბას­რი საგ­ნით მი­ა­ყე­ნა.

ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მი­მალ­ვა სცა­და, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ ის მა­ლე­ვე, თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლის მიმ­დე­ბა­რედ და­ა­კა­ვა. მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 35 წლის კაცი მა­ნამ­დეც იხ­დი­და სას­ჯელს დაჭ­რის ბრალ­დე­ბით. ასე­ვე სა­უბ­რო­ბენ მის ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე და ჰყვე­ბი­ან, რომ ბო­ლოს ამი­რან დარ­ჯა­ნი­ამ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სამი დღის წინ და­ტო­ვა.

­კა­ცი მუდ­მი­ვად ემუქ­რე­ბო­და 38 წლის ქალს და მუ­ქა­რა სის­რუ­ლე­ში გუ­შინ მო­იყ­ვა­ნა, როცა მარი თხე­ლი­ძეს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა გუ­ლის არე­ში მი­ა­ყე­ნა.

"ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, ემუქ­რე­ბო­და სულ ამ გო­გოს. მინ­დი­ხა­რო ეუბ­ნე­ბო­და, იმ გო­გოს. ატყდა მთე­ლი ეზო, ცო­დოა არ უჩივ­ლოო და აპა­ტი­ეს. ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც იჯდა და ცი­ხე­შიც იჯდა დაჭ­რა­ზე. ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში გა­ა­ჩე­რებ­დნენ ორი დღე და უშ­ვებ­დნენ, არ ხარ ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტიო. ბოლო დროს ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, სა­ში­ში პი­როვ­ნე­ბა იყო. ერთი პე­რი­ო­დი ნორ­მა­ლუ­რად იყო თით­ქოს, მაგ­რამ მე­ზობ­ლებს მა­ინც გვე­ში­ნო­და. სულ აგ­რე­სი­უ­ლი იყო, არე­უ­ლი თვა­ლე­ბი ჰქონ­და. ეს გოგო მოკ­ლუ­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი გოგო იყო, მისი დედა ტა­ძარ­ში მე­სან­თლე იყო, თა­ვად ეს გო­გოც ხში­რად და­დი­ო­და ეკ­ლე­სი­ა­ში" - ჰყვე­ბი­ან „ტვ პირ­ველ­თან“ მოკ­ლუ­ლი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის მე­ზობ­ლე­ბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×