რეზონანსი
15.01.2026

რუსეთი ჯაშუშობის ბრალდებით ბრიტანელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცერი გამოავლინა, რომელიც მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა.

„უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა კონტრდაზვერვითი სამუშაოების დროს ბრიტანეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი გარეტ სამუელ დევისი გამოავლინა, რომელიც მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების მეორე მდივნის სტატუსით ფარულად მუშაობდა“, - ნათქვამია „ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დევისს აკრედიტაცია გაუუქმა და მან ქვეყანა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×