
საქართველოში საარსებო მინიმუმი ერთ თვეში 4,5 ლარით შემცირდა და 250.9 ლარი შეადგინა, ამის შესახებ ნათქვამია საქსტატის 2025 წლის დეკემბრის მონაცემებში.
ეს მაჩვენებელი წინა წლის პერიოდთან შედარებით 20.4 ლარით მეტია, 2025 წლის ნოემბერთან შედარებით კი 4.5 ლარით ნაკლები. საქსტატის ცნობით, 2025 წლის დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარს შეადგენდა, მაშინ, როცა ნოემბერში 255.4 ლარს, 2024 წლის დეკემბერში კი 230.5 ლარს.
საქსტატის ცნობით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2025 წლის დეკემბერში 283.3 ლარს შეადგენდა, ნოემბერში 288.4 ლარს, ხოლო 2024 წლის დეკემბერში 260.3ლარს. BPN წერს, რომ საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.