რეზონანსი
15.01.2026

"სფერო ინვესტის" დირექტორი დაკავებულია - გიორგი მურუსიძეს, რომელსაც ძებნილის სტატუსი ჰქონდა, ხელბორკილები იტალიაში, საქართველოს საელჩოში დაადეს.

კაცი, რომელსაც ხალხის ფულის მოპარვას ედავებიან, ევროპას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა და საელჩოში დოკუმენტების ასაღებად მივიდა რა დროსაც ის სამართალდამცველებმა აიყვანეს. 

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სასჯელს იხდის „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი.

წულეისკირის დაკავებისთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×