რეზონანსი
15.01.2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო დანარჩენებს მსუბუქი მოტეხილობები აქვთ. შემთხვევა სოფელ ზუმის ტერიტორიაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. გარდაცვლილი 21 წლის ახალგაზრდა შალე ბებია სოფელ მუხურის მკვიდრი იყო. იგი ასევე იყო სპორტსმენი და თბილისში ცხოვრობდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×